სახელითა უფლისათა ჩემო ძვირფასო ძმანო და დანო, სამყაროსა და მისი შექმნის ჭეშმარიტი მნიშვნელობის შეცნობის უნარით დაჯილდოებულნო, ყოვლისშემძლე უფლის წყალობითა და შემწეობით გისურვებთ წარმატებულ წელს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ახლა, ახალი წლის დამდეგს (ირანში ახალი წელი აღინიშნება 20-21 მარტს), ბუნების გაზაფხულს რომ შევხარით, მადლობას ვწირავ უფალს, რომ 1394 წელმა(ქრისტიანული ელთაღრიცხვით 2015 წელმა) ყაჰრემანის დიდი ოჯახისათვის ჩაიარა ღირსეულად, სიამაყით, პროფესიული წარმატებით და ეს პროცესი ბიზნესის წარმატებულ წინსვლასთან ერთად 1395 (ქრისტიანული წელთაღრიცხვით 2016) წელსაც გრძელდება. ჩემო კეთილმოსურნე თანამშრომლებო, ჩვენთვის, რომლებიც მივყვებით მორალის, სიახლის, ბიზნესის პროფესიული განვითარების გზებს ასე ერთგულად და შემართებით, 1395 (2016) წელი სიახლის წელია. კვლავაც გვევალება გარჯა და სამსახურის გაწევა საქართველოს ძვირფასი მოსახლეობისა და სტუმრებისათვის, ესაა ინიციატივის ნამდვილი არსი. მწამს, რომ თქვენი გარჯითა და ენთუზიაზმით ეს წელი იქნება ყაჰრემანის აღმავლობის წელი. ნასერ ყაჰრემანი
ყაჰრემანის კომპანიის გენერალური დირექტორი