კომპანია „ირან მელასი“ 1994 წელს დაარსდა , იგი იყენებს ევროპულ სრულად ავტომატიზირებულ და ყველაზე თანამედროვე ტექნიკას. ამჟამად კომპანია ყოველწლიურად აწარმოებს 8000ტონა სწრაფად ხსნად მშრალ საფუარს. საუკეთესო ხარისხის გამო ამ ქარხნის პროდუქციის 75% სხვადასხვა ქვეყნებში გადის საექსპორტოდ. კომპანია „ირან მელასის“ წარმოებული ბრენდი „ფარიმანის“ დასახელებით საექსპორტო შეფუთვაში 100გრ-იან ვაკუუმის და 500გრ-იან, 10 – 20 კილოგრამი ვაკუუმის პაკეტებში არის.
ეს კომპანია რამდენჯერმე იქნა არჩეული როგორც სამაგალითო ექსპორტიორი კომპანია. ასევე არჩეულ იქნა როგორც საუკეთესო და სამაგალითო კვებითი და საოჯახო ქიმიის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია.
ეს კომპანია აგრეთვე ფლობს საერთაშორისო სერტიფიცირების ნიშან iso-9001-2000 და აგრეთვე ამერიკის ხარისხის სერტიფიკათს fda-ს .
ამჯამად ეს კომპანია საქართველოში საცხობების უმეტეს ნაწილს უზრუნველყოფს საფუარით.
საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საფუარი „ფარიმანით“ კმაყოფილი მომხმარებლების არსებობამ განაპირობა გავაფართოვოთ ჩვენი გაყიდვების ბაზარი ამ ქვეყანაში. ამ მიზნით ჩვენ მზად ვართ ჩვენი სასარგებლო გამოცდილებისა და პირობების გათვალისწინებით რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა(დაგვიგროვდა) ვითანამშრომლოთ თქვენთან ძვირფასო მცხობელო.პროდუქტების ხარისხი , ფასი და აგრეთვე მომსახურება და ჩვენი ურთიერთობა მომხმარებელთან გახდება თქვენი სრული ნდობისა და ჩვენთან გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზეზი.
თქვენი ნდობის მოპოვებისათვის ჩვენ მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობის დასაწყისისში ნიმუშები გადმოქცეთ უსასყიდლოდ თქვენს განკარგულებაში რათა წარმოებული პროდუქტები თქვენვე გამოსცადოთ და შედეგი თქვენივე თვალით ნათლად დაინახოთ.
კომპანია პირობას დებს რომ იმ შემთხვევაში თუ მცირედი ზიანიც კი მიადგა საფუარი“ფარიმანის“ გამოყენებისას თქვენს ცომს, ყველა ხარჯს რომელიც დაკავშირებული იქნება ცომის გამოყენებასთან , კომპანია თვითონ აანაზღაურებს. თუმცა თუმცა ვიცით რომ ეს საკითხი მოცემული ინსტრუქციის დაცვის შემთხვევაში , არასდროს არ წარმოიშვება.
ჩვენი პარტნიორობის დაწყების მიზნით და იმისათვის რომ უკეთ გაეცნოთ საფუარი „ფარიმანი“ს გამოყენების წესებს, ჩვენ მზად ვართ ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები მრჩეველების სახით თქვენს განკარგულებაში იყვნენ, რათა მათი რჩევების გათვალისწინებით საფუარი „ფარიმანის“ სწორი მოხმარებითა და წარმოებული ცომის ხარისხის გაუმჯობესებით სარგებელი ნახოთ.
ვიმედოვნებთ რომ ორმხრივი ძალისხმევით და ურთიერთგაგებით საიმედო და გრძელვადიან პარტნიორობას მივაღწევთ.