მიმდინარე წლის 16 ნოემბერს ბაქოში გაიმართა ირან-აზერბაიჯანის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა სახელწოდებით „ირანის პროექტი“.
სააგენტო ირნას ცნობით, ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩატარდა გილანის პროვინციის ორგანიზებითა და ბაქოში ირანის საელჩოსა და ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერით.
სხდომას ესწრებოდა ასზე მეტი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და ოფიციალური პირები ირანდან და განსაკუთრებით კი გილანის პროვინციიდან და აზერბაიჯანის ოფიციალური პირები და მეწარმეები.
სხდომაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა ნავთობისა და გაზის, ნავთობქიმიური, მშენებლობის, ენერგეტიკის, კომუნალური და ტექნიკური მომსახურების განვითარების საკითხებზე.